|
2019-07-26 14:07:54, 2339 ნახვა
კომენტარი
დვალი - თუ არ გვექნება R2-ის პოლიტიკის შენარჩუნების ბერკეტი, ჩავთვლით, რომ კიდევ ერთხელ წაგვართვეს, ისევ ხალვაშის ხელით
ან ჩვენ გვეძლევა ბერკეტი, რომ გავაგრძელოთ რუსთავი 2-ის სვლა სწორი მიმართულებით, ან ჩავთვლით, რომ ტელეკომპანია კიდევ ერთხელ წაგვართვა მორიგმა ხელისუფლებამ და ისევ ქიბარ ხალვაშის ხელით, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატებთან შეხვედრისას განაცხადა. მან ქიბარ ხალვაშთან დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარკვეული გარანტიების არარსებობის შემთხვევაში, ის და ჯარჯი აქიმიძე, ვერანაირ წინადადებას ვერ მიიღებენ. „ძნელია წინასწარ განსაზღვრო როგორ შედგება შეხვედრა ქიბართან, მაგრამ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ გვაქვს წითელი ხაზი, რომლის იქით ჩვენ ვერანაირ წინადადებას ვერ მივიღებთ. თუ არ იქნება ჩვენს ხელში ბერკეტი და შესაბამისად, გარანტია იმისა, რომ „რუსთავი 2“ შეინარჩუნებს თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის როლს, ჩვენ არანაირ წინადადებას არ მივიღებთ. ან ჩვენ გვეძლევა ბერკეტი, რომ გავაგრძელოთ „რუსთავი 2“-ის სვლა სწორი მიმართულებით, ან ჩვენ ჩავთვლით, რომ „რუსთავი 2“ კიდევ ერთხელ წაგვართვეს, კიდევ ერთხელ წაგვართვა მორიგმა ხელისუფლებამ და სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ქიბარ ხალვაშის ხელით“, - განაცხადა დავით დვალმა.
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)