|
2019-07-25 14:21:17, 1635 ნახვა
კომენტარი
მშვენიერაძე: მაჩალიკაშვილისადმი პოლიციის უარი, გაშალოს კარავი, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა
რასამათავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის პარლამენტის წინ კარვის გაშლის აკრძალვას გამოეხმაურა. მშვენიერაძე აცხადებს, რომ დაირღვა "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონი. „საქართველოს კონსტიტუციით და კანონით "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" გარანტირებულია პირის უფლება, წინასწარი ნებართვის გარეშე, გამოხატოს პროტესტი, მათ შორის გამართოს შეკრება და მანიფესტაცია. კონსტიტუცია იცავს პირის უფლებას, თავად განსაზღვროს: შეკრების შინაარსი; შეკრების ადგილი: შეკრების დრო; შეკრების ფორმა. თუ შეკრების მონაწილე კარვის დადგმით გადაწყვეტს პროტესტის გამოხატვას, ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა. მას ეკრძალება კარვის განთავსება ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას (გამონაკლისებს არ ჩამოვწერ). შემთხვევა, როცა თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს (მერს) შეუძლია შეზღუდოს შეკრების ჩატარება, დეტალურადაა მოცემული კანონში "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ", კერძოდ: თუ არსებობს პოლიციის მიერ შემოწმებული აშკარა მონაცემები, რომელთა შესაბამისად, ა) შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შედეგად უშუალო საფრთხე ემუქრება კონსტიტუციურ წყობილებას; ბ) მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების აკრძალვის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელიც ორი სამუშაო დღის განმავლობაში იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. შესაბამისად მაჩალიკაშვილისადმი პოლიციის უარი, გაშალოს კარავი, არის ადამიანის კონსტიტუციური უფლებების უხეში დარღვევა. მსგავსი საკითხი ერთხელ უკვე გვქონდა, სარალიძის შემთხვევაში, როცა კარვების დადგმა დიდი ბრძოლის შედეგად მოგვიწია. მაშინ ამ საკითხს პარლამენტის ვიცე-სპიკერიც გამოეხმაურა და იმედია ახლაც მოვისმენთ დროულ გამოხმაურებას. ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით უბიძგებს მაჩალიკაშვილს და გვიბიძგებს ჩვენ, უფლებების დასაცავად კიდევ ერთი "ძიძგილაობა" გავმართოთ პოლიციასთან და რისთვის სჭირდება ხელისუფლებას ეს, დღეს ჩემთვის აბსოლუტურად ამოუხსნელია“, - წერს მშვენიერაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე. ცნობისთვის, მერიის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მაჩალიკაშვილს პარლამენტის წინ კარვის გაშლის საშუალებას არ აძლევენ.
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)