21:40 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-24 18:43:33, 998 ნახვა

საზოგადოება
კალაძე არქიტექტორებს და ურბანისტებს ურბანული განვითარების სამსახურის კონკურსში მონაწილეობას სთავაზობს

თბილისის მერი კახა კალაძე მოტივირებულ  არქიტექტორებსა და ურბანისტებს ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს.

დედაქალაქის მერი ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში გამოცხადებულ რეორგანიზაციის პროცესს თურქეთში ვიზიტისას გამოეხმაურა.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი სამსახური, რომელიც ჩამოყალიბდა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კადრების ნაკლებობა. მინდა მივმართო ყველას, ვისაც სურვილი აქვს, თავისი წვლილი შეიტანოს ქალაქის სწორ განვითარებაში. ურბანული პრობლემები, რაც არის, წლების განმავლობაში დაგროვდა და არავის მოგვწონს. შესაბამისად, ამ სამსახურის ძლიერი პროფესიონალებით დაკომპლექტება მნიშვნელოვანია, რათა ქალაქი სწორად განვავითაროთ, არ დავუშვათ ის შეცდომები, რაც წლების განმავლობაში იყო. ამიტომ, მინდა მივმართო ყველას, შემოიტანონ განაცხადი. ერთად მივხედოთ ქალაქს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში საშტატო ერთეულების რაოდენობა რეორგანიზაციის შედეგად გაიზარდა. ამჟამად, ვებგვერდზე hr.gov.ge 18 ვაკანსიაა გამოცხადებული. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics