23:22 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-24 18:42:08, 1461 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო ბიზნესს 100 ახალ საპრივატიზებო ქონებას შესთავაზებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქონების ეროვნული სააგენტო საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პროაქტიული გაყიდვებისა და ეკონომიკურ ბრუნვაში ეფექტურად ჩართვის მიზნით დაინტერესებულ ბიზნეს სუბიექტებს უახლოეს პერიოდში 100 ახალ საპრივატიზებო ქონებას შესთავაზებს.

აღნიშნულის შესახებ განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას.

მინისტრის განცხადებით, შერჩეული ქონება განვითარების შესაძლო სფეროების მიხედვით იქნება საინტერესო და ამ მომენტისათვის მიმდინარეობს მუშაობა ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა დეველოპერული, ტურისტული, სამრეწველო, სასაწყობე-ლოგისტიკური და სხვა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics