07:40 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-23 11:13:47, 2697 ნახვა

სამართალი
„წარმოდგენა არ მაქვს რა კითხვები ექნებათ“ - ირაკლი ოქრუაშვილი დაკითხვაზე მივიდა

გამარჯვებული საქართველოს ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვაზე მივიდა.

 ოქრუაშვილი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხება.

 როგორც მან დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, 20 ივნისის ღამეზე თუ ვინმეა დასაკითხი, პირველ რიგში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია.

„წარმოდგენა არ მაქვს რა კითხვები ექნებათ, შესაბამისად პასუხებსაც ვერ გეტყვით. ამ საქმეზე პირველი თუ ვინმეა დასაკითხი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ურცხვად მოიტყუა. ბავშვიც რომ არ დაიჯერებს ისე, როდესაც ურცხვად თქვა, რომ 20 ივნისის ღამეს ეძინა და არ იცოდა რა ხდებოდა რუსთაველზე. დიდი ხნის განმავლობაში, ცხოვრების ბოლომდე მას  გაჰყვება 20 ივნისის ლაქა. სხვის ბოსტანში ქვის გადაგდებას ჰგავს ეს ყველაფერი, საკუთარ თავს მოსთხოვონ, რაც მოხდა“, - აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics