21:41 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-22 12:34:32, 1342 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი ბანკმა“ ResponsAbility Investments-ისგან 10 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

თიბისი ბანკმა  და ResponsAbility Investments-მა ხელი მოაწერეს 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას. ფინანსური რესურსი საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დაფინანსებას მოხმარდება.

„თიბისი ბანკი ResponsAbility Investments-თან 2016 წლიდან თანამშრომლობს. ამ პარტნიორობის ფარგლებში, ეს  ჩვენ მიერ განხორციელებული უკვე მეოთხე ტრანზაქციაა, რაც მხარეებს შორის ნაყოფიერი და წარმატებული პარტნიორობის დასტურია. მოზიდული ფინანსური რესურსი თიბისი ბანკს მცირე და საშუალო ბიზნესსექტორში წამყვანი პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებაში დაეხმარება", - განაცხადა  ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა. 

ResponsAbility Investments-ი განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში ინვესტიციების მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა. ის 3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქტივებს მართავს, რაც კერძო სესხებითა და კაპიტალით 90 ქვეყანაში ინკლუზიური ბიზნესმოდელის მქონე 540 კომპანიის ფინანსურ მხარდაჭერაში გამოიხატება.

ResponsAbility Investments-ი  2003 წელს დაარსდა და მისი მთავარი ოფისი ციურიხში მდებარეობს, ხოლო ადგილობრივი ოფისები განთავსებული.

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics