07:39 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-22 11:56:07, 2026 ნახვა

სამართალი
გენპროკურორის მოადგილე: გამოცდილებამ მომცა შესაძლებლობა, რომ მოსამართლეობის კანდიდატად წარვმდგარიყავი

 „ჩემმა გამოცდილებამ მომცა შესაძლებლობა და სურვილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარვმდგარიყავი“, - ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძემ განაცხადა.

მამუკა ვასაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია და გასაუბრებას გადის.

„მოტივაციას რაც შეეხება, ჩემმა გამოცდილებამ, დაწყებული რიგითი გამომძიებლიდან, გაგრძელებული დღევანდელ პოზიციამდე, ასევე იმ პრაქტიკულმა უნარ-ჩვევებმა, რაც ამ კარიერული ზრდის პროცესში მივიღე, მომცა შესაძლებლობა, სურვილი და მოტივაციაც, რომ წარმომედგინა ჩემი თავი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად“, - განაცხადა მამუკა ვასაძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების პროცესი უკვე გაიარა 9 კანდიდატმა, ესენია: ზურაბ აზნაურაშვილი, თამარ ალანია, დიანა ბერეკაშვილი, თამარ ბურჯანაძე, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, გრიგოლ გიორგაძე, გიორგი გოგიაშვილი, მირანდა ერემაძე. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კაციანი სიიდან ე.წ. გრძელი სია შეადგინა, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. პარლამენტს განსახილველად სწორედ ეს 20 კაციანი სია გადაეგზავნება.

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics