|
2019-07-22 10:58:38, 1676 ნახვა
კომენტარი
სუსლიაკი - მიზეზი, რის გამოც არ შემომიშვეს, იყო ის, რომ თითქოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოვადგენ
„ოფიციალური მიზეზი, რის გამოც საქართველოში შემოსვლაზე უარი მითხრეს იყო ის, რომ თითქოს მე საფრთხეს წარმოვადგენ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის“, - ამის შესახებ უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკმა განაცხადა, რომელიც საქართველოში ტრეფიკინგის ბრალდებით იყო დაკავებული. როგორც სუსლიაკმა აღნიშნა, ამ ეტაპზე მის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადება. „თავდაპირველად სამართალდამცველებმა მითხრეს, რომ მე არ მაქვს საქართველოს საზღვრის გადაკვეთისთვის ყველა საჭირო დოკუმენტი, მოგვიანებით კი უკვე სიტყვიერად განმიმარტეს, რომ საქართველოსთვის საფრთხეს წარმოვადგენ. ამ ეტაპზე ჩემს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ვემზადებით, ჩემი ადვოკატები ოფიციალურ ბრიფინგს გამართავენ, სადაც საქმის დეტალებზე ისაუბრებენ. ცუდი არაფერი გამიკეთებია და მზად ვარ, საჯაროდ დავიცვა საკუთარი სიმართლე, თუმცა პირდად მე საქართველოში ამის გაკეთების საშუალება არ მომცეს, ამიტომ ადვოკატებისა და ყველა იმ ადამიანის იმედი მაქვს ვინც გვერდში დამიდგა“,- აცხადებს სუსლიაკი „რუსთავი2“-თან საუბარში. ადვოკატ ზურაბ თოდუას თქმით, იულია სუსლიაკს საქართველომ გარანტირებული გადაადგილების უფლება წაართვა. „საქართველომ მას წაართვა გარანტირებული გადაადგილების უფლება, ყველა კონვენციით და ყველა შიდასახელმწიფოებრივი ნორმით და საქართველოს კონსტიტუციით, ვაპირებთ გავასაჩივროთ და მას ჰქონდეს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა საქართველოში“, - განაცხადა თოდუამ. შეგახსენებთ, იულია სუსლიაკი 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. როგორც შსს-ში აღნიშნეს, გამოძიებით დადგინდა, რომ იგი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აპირებდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. ე.წ. საზღვრის გადაკვეთამდე ი.ს.-მ სამეგრელოში დროებითი საცხოვრებელი იქირავა, სადაც ბავშვებთან ერთად რამდენიმე დღე იმყოფებოდა. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი ი.ს.-ს შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც გააჩინა ტრეფიკინგის საფუძვლიანი ეჭვი. იულია სუსლიაკი არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, 19 ივლისს გაათავისუფლეს და მისი საქმე უკრაინულ მხარეს გადასცეს. ამასთან, გუშინ იულია სუსლიაკს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარი უთხრეს.
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
ოცნების პარლამენტის წევრი: აშშ-სთან ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება
სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი" ამოიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)