10:16 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-06 15:53:35, 422 ნახვა

პოლიტიკა
ვაშინგტონ პოსტი: საქართველო რუსეთის ორბიტას უბრუნდება

ვაშინგტონ პოსტი საქართველოში არსებული პრო-რუსული განწყობის გაძლიერებისა და დასავლეთთან ინტეგრაციის სურვილის შესუსტების შესახებ წერს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ დასავლეთი რუსეთთან კონფრონტაციის თავიდან ასარიდებლად, ახლო მომავალში არ დაიწყებს მოლაპარაკებებს ნატოსა და ევროკავშირის გაფართოების შესახებ, რაც საქართველოში ანტი-დასავლური განწყობის გაძლიერებას განაპირობებს. შექმნილი ვითარებით კი კარგად ისარგებლებს რუსეთი, რომელმაც უკვე გააძლიერა ინვესტიციები ქართული ენერგეტიკის სფეროში.

ვაშინგტონ პოსტის სტატიაში მოყვანილია სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას გამოკითხული ქართველების 31 პროცენტი ემხრობა.

„მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური ურთიერთობა კრემლთან ჯერაც დაძაბულია, რუსეთის წარმომადგენლობა საქართველოში უფროდაუფრო ძლიერდება. ცოტა ხნის წინ საქართველოში, რუსეთის სატელიტმა ახალი ამბების სააგენტომ ოფისი გახსნა და ახალი ამბების გადმოცემა ქართულ-რუსულ ენებზე დაიწყო.“ - ნათქვამია სტატიაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
აშშ-მ თეირანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის ჩრდილოვან ტანკერებსა და ჩინურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სანქციები დაუწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics