|
2015-07-06 15:43:12, 1495 ნახვა
სხვადასხვა
Placebo Tbilisi Open Air-იდან მიღებულ შემოსავალს სტიქიით დაზარალებულებს გადაურიცხავს
ინგლისური ალტერნატიული როკ-ჯგუფი Placebo, Tbilisi Open Air-იდან მიღებულ შემოსავალს სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადარიცხავს. ამის შესახებ ჯგუფმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “არ გვინდოდა საქართველოში ჩამოვსულიყავით თქვენ მიერ განცდილი ტრაგედიიდან ორ კვირაში და გვეთქვა – როგორ გვეცოდებით, ეს რა დაგმართნიათ – ეს არაეთიკური იქნებოდა ჩვენგან. ამიტომ, მთელს შემოსავალს, რასაც ხვალინდელი კონცერტიდან ავიღებთ, თბილისის დახმარების ფონდს ჩავურიცხავთ”, - განაცხადა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ბრაიან მოლკომ. ცნობისთვის, 14 ივნისს, ჯგუფ Placebo-ს ბასისტმა, შტეფან ოლსდალმა, ინსტაგრამში ბეჰემოტის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით - "ეს არის თავისუფალი ბეჰემოტი თბილისის ქუჩებში. პლაცებო იქ დაუკრავს რამდენიმე კვირაში. ერთი სული მაქვს, როდის შევუერთდები ცირკს". მოგვიანებით მან ფოტო წაშალა და მის ნაცვლად ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომლის აღწერაშიც საკუთარი საქციელი განმარტა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)