20:18 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-19 15:12:28, 1216 ნახვა

საზოგადოება
კრწანისის რაიონში კიდევ ერთი თანამედროვე სკვერი ეწყობა

კრწანისის რაიონის გამგეობამ გორგასალის ქუჩის N39-ის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. ახალი სკვერი 600 კვ.მ-ზე განთავსდება და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება.  

პროექტის ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სატრენაჟორო კომპლექსი, საბავშვო ატრაქციონები, ბილიკები, კიბისა და გზისპირა მოაჯირი, წყლის შადრევანი და გარე განათების ქსელი. სკვერი გამწვანდება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარით და საბაღე გაზონი მოეწყობა. ასევე, დამონტაჟდება სკამები და ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება.

ამ ეტაპზე, სკვერის მოწყობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დაწყებამდე, კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და პროექტის დეტალები გააცნო. 

„წლების განმავლობაში, ადგილობრივ მცხოვრებლებს სურვილი ჰქონდათ, რეკრეაციული სივრცე მოწყობილიყო, რადგან აღნიშნული ტერიტორია, ფაქტობრივად ნაგავსაყრელად იყო ქცეული. თანამედროვე ტიპის სკვერების მოწყობა კრწანისის გამგეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული სივრცე და დასასვენებელი ადგილი შევუქმნათ მოსახლეობას. 2019 წლის დასაწყისიდან დღემდე, კრწანისში უკვე ხუთი სკვერი მოეწყო, მსგავსი ტიპის სამუშაოები პარალელურად, ოთხ მისამართზე მიმდინარეობს“, - აღნიშნა ლევან ჯაფარიძემ.

გორგასალის ქუჩაზე სკვერის მოწყობისთვის კრწანისის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 265 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს შპს „ინსტალ +“ მიმდინარე წლის ოქტომბერში დაასრულებს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics