|
2019-07-19 13:33:21, 3062 ნახვა
კომენტარი
სალია: დვალთან და აქიმიძესთან მოლაპარაკება ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა, დანარჩენს დრო გვიჩვენებს
„რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია აცხადებს, რომ დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია, თუმცა ნომერ პირველ ამოცანად მათთან შეხვედრას და მოლაპარაკებას ასახელებს. ტელეკომპანიის ჟურნალისტის კითხვაზე, შესრულდება თუ არა ქიბარ ხალვაშის ის დათქმა, რის მიხედვითაც კომპანიის მფლობელობაში დაბრუნების შემდეგ გენერალურ დირექტორად დავით დვალი უნდა დაენიშნა, პასუხობს, რომ ყველაფერს დრო აჩვენებს. "რაც შეეხება დვალს და აქიმიძეს გუშინ ავხსენი, რომ მათთან კომუნიკაცია არ გვქონია ეს პერიოდი, რადგან სტრასბურგის სასამართლოში იყო ეს პერიოდი დავა. როგორც ვიცი, ქიბარ ხალვაშსაც არ ქონია ამ ბოლო პერიოდში(კომუნიკაცია). ეგ ნომერ პირველ ამოცანად მე ვთხოვე, თვითონაც აცნობიერებს და იცის, რომ ერთ-ერთი პირველი ამოცანაა შეხვდეს ამ ადამიანებს, ისაუბრონ და გაერკვნენ რას ვაპირებთ. დღეს გვაქვს ეს სტატუს კვო. მე მოვედი აქ იმისთვის, რომ ვიმუშავო და საქმე გავაკეთო. დანარჩენს დრო გამოაჩენს ყველაფერს. კომპანიის მფლობელმა დამნიშნა დირექტორად. მაქვს პასუხისმგებლობა, ვალდებულებები, უფლებებთან ერთად. მე ამ პასუხისმგებლობას თავი უნდა გავართვა, ჩემი ვალდებულებები შევასრულო ისე, რომ აქ დასაქმებული ადამიანებიც კმაყოფილი იყვნენ და კომპანიის მესაკუთრეც კმაყოფილი იყოს“, - ამბობს სალია.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)