13:50 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-18 18:46:57, 3408 ნახვა

კომენტარი
ტორნტონი R2-ის საქმეზე: NDI ყოველთვის მხარს უჭერს თავისუფალი მედია გარემოს მნიშვნელობას

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა ტორნტონი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც ტორნტონი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, NDI ყოველთვის მხარს უჭერს მრავალფეროვანი და თავისუფალი მედია გარემოს მნიშვნელობას.

"ტელეარხსა და სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თქვენი შეხედულების მიუხედავად, უნდა არსებობდეს შეშფოთება ოპოზიციური ხმებისა და დემოკრატიული დებატების გაგრძელებასთან დაკავშირებით,  განსაკუთრებით 2020 წლის არჩევნებისთვის. NDI ყოველთვის მხარს უჭერს მრავალფეროვანი და თავისუფალი მედია გარემოს მნიშვნელობას", - წერს ლორა ტორნტონი. 

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა. გარდა ამისა, უსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ დაარეგისტრირა. ამასთან, „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დაინიშნა.

 

 

 









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics