|
2019-07-18 18:52:38, 1965 ნახვა
კომენტარი
პაატა სალია: ნიკა გვარამიას კონტრაქტს არ ვიცნობ, თუმცა აუცილებლად გავეცნობი
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია აცხადებს, რომ არხის ყოფილი დირექტორის, ნიკა გვარამიას კონტრაქტს არ იცნობს. სალიამ აღნიშნა, რომ კონტრაქტი კონფიდენციალურია და მისი გაცნობის უფლება მხოლოდ მას შემდეგ მიეცა, რაც ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის მფლობელი გახდა. „იუსტიციის სახლისთვის სავალდებულო იყო ამ გადაწყვეტილების რეგისტრაცია. წარვადგინეთ განაცხადი დაჩქარებული წესით დარეგისტრირებაზე წილების ცვლილების, რაც შესაბამისად, განახორციელა რეესტრმა. როდის განხორციელდა უშუალოდ დროის შესახებ, თქვენგან შევიტყვე. კონტრაქტს არ ვიცნობ, აუცილებლად გავეცნობი, როგორც კი მომეცემა შესაძლებლობა. ვიცი, რომ კონფიდენციალურია, თუმცა უკვე მას შემდეგ, რაც ქიბარ ხალვაში არხის მესაკუთრე გახდა, მას უფლება აქვს, ნახოს ეს კონტრაქტი, მიუხედავად მისი კონფიდენციალურობისა. მე არ ვათავისუფლებ, ნიკა გვარამიას გათავისუფლების უფლებამოსილება მე არ მაქვს. რაც სეეხება ქიბარ ხალვაშის პოზიციას, ის იყო გაცხადებული მის წერილში, რომელიც გაავრცელა“, - განაცხადა პაატა სალიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)