10:38 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-18 14:43:00, 2021 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი: ხელისუფლებამ ბოროტად არ უნდა გამოიყენოს სტრასბურგის გადაწყვეტილება, დაელოდონ გასაჩივრებას

ხელისუფლებამ ბოროტად არ უნდა გამოიყენოს ეს გადაწყვეტილება, დაელოდონ გასაჩივრების პროცესის დასრულებას“, - ასე გამოეხმაურა ენმ-ს წევრი სალომე სამადაშვილი „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

 მისი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება იმედისგამაცრუებელია.

ჩვენ ახლა ვართ ძალიან სენსიტიურ გარემოში, გველოდება არჩევნები და ყველანაირი მცდელობა ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ რეალურად მხარე იყო ხელისუფლება და ეს აღიარეს კიდეც უმრავლესობის ლიდერებმა, როდესაც თქვეს, რომ სახელმწიფომ გაიმარჯვა, ახლა მათ ბოროტად არ გამოიყენონ ეს გადაწყვეტილება და  შესაბამისად მისცენ შესაძლებლობა მხარეს, ამ შემთხვევაში „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელ მფლობელებს, რომ ბოლომდე მიიყვანონ სამართლებრივი პროცესი.

ეს ყველაფერი ჩემი აზრით, გამოიღებს ორ შედეგს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამწვავდება და ეს უნდა ესმოდეს ყველას და პირველ რიგში უნდა ესმოდეს ხელისუფლებას. და მეორე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქ სასამართლო დავა შეეხებოდა კონკრეტულად საკუთრების უფლებებს. პოლიტიკური კონტექსტის განხილვაში არ შესულა და ვერც შევიდოდა სტრასბურგის სასამართლო და შესაბამისად ხელისუფლებას უნდა ესმოდეს რომ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება უკვე ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას რომ მათშორის საერთაშორისო კონტექსტშიც ძალიან ნათლად იყოს შეფასებული თუ როგორ იყენებს სტრასბურგის გადაწყვეტილებას ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. დაელოდონ გასაჩივრების პროცესის დასრულებას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში არსებული სიტუაციით კმაყოფილია
ალბანეთში კუშნერი-ტრამპის კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ანტიკორუფციულ მოძრაობაში გადაიზრდა
საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics