22:26 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-18 12:54:12, 1902 ნახვა

სამართალი
იუსტიციის მინისტრი: „რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა სრულად სახელმწიფოს სასარგებლოდ დასრულდა

„რუსთავი 2“ საქართველოს წინააღმდეგ“, ამ საქმეზე სრულად სახელმწიფოს სასარგებლოდ დასრულებულია დავა პალატის დონეზე“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

 მინისტრმა განმარტა, თუ რა დადგინა ევროპული სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ.

„რუსთავი 2“ საქართველოს წინააღმდეგ“, ამ საქმეზე სრულად სახელმწიფოს სასარგებლოდ დასრულებულია დავა პალატის დონეზე. 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ ევროპული სასამართლოსი გადაწყვიტა დაადგინა შემდეგი. ერთხმად დაადგინა, რომ აღარ არსებობს 2017 წლის მარტში გამოყენებული შეჩერების  ღონისძიების მიზანშეწონილობა და ის არის მოხსნილი. დაუშვებლად ცნო „რუსთავი 2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა. დაუსვებლად ცნო, როგორც დაუსაბუთებელი ძმები ყარამანიშვილებისა და „ტევე საქართველოს“ საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით. ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ძმები ყარამანიშვილებისა და „ტევე საქართველოს“ სასამართლოს უფლება, რაც უკავშირდება მოსამართლე ნინო გვენეტაძეს. ერთხმად დაუსვებლად ცნო სამივე მომჩივანის სამართლიანი სასამართლოს ნაწილში არაერთი პრეტენზია. ექვსი ხმით, ერთის წინაღმდეგ დაადგინა, რომ არ დარღვეულა ძმები ყარამანიშვილებისა და „ტელე საქართველოს“ სამარლიანი სასამართლოს უფლება. რაც შეეხებათ, მოსამართლეებს, ურთმელიძესა და თოდუას, ერთხმად დადგინდა, რომ არ არსებობს, ამ საქმეზე საჩივრის განხილვა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის ჭრილში. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ განხილულ იქნა მომჩივანი მხარის აცილების მოთხოვნა მოსამართლე ლადო ჭანტურიასადმი და ის უარყოფილ იქნა, როგორც „სრულიად დაუსაბუთებელი“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics