|
2019-07-17 19:03:13, 1523 ნახვა
კომენტარი
მელია ივანიშვილს: გახარიას გადადგომა იქნება არა ჩვენი, არამედ თქვენი სამშობლოს - რუსეთის ღალატი
„ბატონო ივანიშვილო, ეს იქნება სამშობლოს ღალატი, ოღონდ იქნება თქვენი სამშობლოს ღალატი და არა ჩვენი. თქვენი სამშობლო - რუსეთის ღალატი იქნება, თუკი გახარია გადადგება და აუცილებლად გადადგება“, - ამ სიტყვებით მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს. ნიკა მელიას შეფასებით, ივანიშვილის დღევანდელი განცხადებებით ცხადი გახდა, რომ შსს ერთ ადამიანზეა აწყობილი, ხოლო ეს ადამიანი ოლიგარქს ემსახურება. „დღეს ჩვენ ვიხილეთ უკიდურესად გაღიზიანებული, მშფოთველი და შეშინებული ოლიგარქი, რომელიც ხვდება, რომ კარგავს ხელისუფლებას და ამ ფორმით ცდილობს თავისი მცირერიცხოვანი აქტივისტების გამხნევებას. ივანიშვილი დღეს საჯაროდ და დემონსტრაციულად გადაეფარა ჯალათ გახარიას, რითიც გაამართლა მისი მოქმედებები 20 ივნისს და, ამავე დროს, ირიბად დაადასტურა, რომ უმოწყლოდ დარბევის და დაშლის ბრძანება გასცა მან და სადამსჯელო ოპერაციის ყველა ეტაპი მასთან შეთანხმებული იყო. ივანიშვილმა დღეს პირველად, საჯაროდ და დემონსტრაციულად განაცხადა, რომ შსს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული. ეს თქვა მან დღეს სიამაყით და ისიც დაამატა, რომ ერთ ადამიანზეა მთელი ეს სისტემა აგებული და ეს ადამიანი ემსახურება ოლიგარქს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)