17:37 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-17 15:54:37, 1480 ნახვა

საზოგადოება
ქრონიკული დაავდებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა სახელმწიფო პროგრამა 35 დასახელების მედიკამენტს ითვალისწინებს

„ქრონიკული დაავდებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა ცალსახად 35 დასახელების მედიკამენტს ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა, ეკატერინე ადამიამ განაცხადა.

ჯანდაცვის სამინისტროში უარყოფენ „ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას, რომ პრემიერმა პროგრამით განსაზღვრული მედიკამენტების რაოდენობა არასწორად დაასახელა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ტექნიკური დეტალის დაზუსტება გვიწევს და გაურკვეველ კომენტართან გვაქვს საქმე. პროგრამის ფარგლებში ცალსახად 35 დასახელების მედიკამენტია შესყიდული და მიეწოდება ბენეფიციარებს. რამდენიმე მედიკამენტი გვაქვს განსხვავებული დოზირებებით შესყიდული, 2 ან 3 სხვადასხვა დოზის სახით.

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციართა რაოდენობა მუდმივად მზარდია. დღეის მდგომარეობით, დარეგისტრირებულია 60 500-ზე მეტი ბენეფიციარი, რომლებიც სარგებლობენ ამ პროგრამით. უახლესი ცვლილება ემსახურება ხელმისაწვდომობის გაზრდას საპენსიო ასაკის და შეზღუდული დესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რომლებიც მედიკამენტებს იღებდნენ 50%იანი ფასდაკლებით. ცვლილების დაფუძველზე სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად ისინი მედიკამენტებს 1 ლარად მიიღებენ. ეს კიდევ უფრო გაზრდის ბენეფიციართა ჩართულობას პროგრამაში“, - განაცხადა ეკატერინე ადამიამ.  

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში მომხდარი ჩხუბის გამოძიებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics