|
2019-07-17 13:54:43, 1408 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი: 2016 წელსაც იმყოფებოდნენ საქართველოში რუსი დეპუტატები, მაშინ სად იყავით?
2016 წელსაც იმყოფებოდნენ საქართველოში რუსი დეპუტატები, მაშინ სად იყავით? მაშინ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოსვლის იმედი ჰქონდა, ახლა ეს იმედი გადაეწურათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტზე საუბრისას განუცხადა. ივანიშვილის შეფასებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ნებისმიერ მიზეზს ეძებდა იმისთვის, რომ „სიტუაცია აეყირავებინათ“. „2016 წელს საქართველოში იმყოფებოდნენ რუსი დეპუტატები, სლოცკი, რომელიც გავრილოვზე გაცილებით მნიშვნელოვანი ფიგურაა და გვარს ვერ გავიხსენებ, „ფე-ეს-ბეს“ ყოფილი თავმჯდომარე, კავალიოვი? 2016 წელს მოხდა ეს, მაშინ სად იყავით? სად იყავით მაშინ? რა მნიშვნელობა აქვს, რასთან დაკავშირებით იყვნენ? სად იყავით მაშინ? ეს არის ის, რომ 2016 წელს კიდევ ჰქონდა თითქოს იმედი „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებით რამეს გააწყობდა. ახლა დაკნინების პროცესი რომ მოხდა და გამორიცხულია, რომ არჩევნების პროცესით მოვიდნენ ხელისუფლებაში, ნებისმიერ საბაბს ეძებდნენ, რომ სიტუაცია აეყირავებინათ. ეს იყო 2016 წელს. გეკითხებით, იცით, რომ სლოცკი იყო საქართველოში? იყო „ფე-ეს-ბეს“ ყოფილი შეფი, როგორც დეპუტატი. სად იყავით მაშინ?“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)