|
2019-07-16 18:32:46, 1584 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - გიორგი გახარია არ გაურბის პასუხისმგებლობას, ისევე როგორც არც მე და არც გუნდის სხვა წევრი
„რასაც უპასუხისმგებლო ოპოზიცია ითხოვს, ეს არის სრულიად მიუღებელი. ამბობენ იმას, რომ კონსტიტუციის დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ყოფილა ბოროტება და პარლამენტის შტურმით აღება არის პატრიოტიზმის გამოვლინება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება ორიენტირებულია იმაზე, რომ 20-21 ივლისის მოველენებთან დაკავშირებული გამოძიება ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარდეს. „გიორგი არის ჩვენი გუნდის წევრი და კონტექსტი თქვენი კითხვის არის სრულიად არარელევანტური. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, თქვენ ვერ დაასახელებთ ვერცერთ ადამიანს ჩვენს გუნდში, რომელიც თავის სკამს გამოეკიდება, მაგრამ რასაც უპასუხისმგებლო ოპოზიცია ითხოვს, ეს არის სრულიად მიუღებელი. ამბობენ იმას, რომ კონსტიტუციის დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ყოფილა ბოროტება და პარლამენტის შტურმით აღება არის პატრიოტიზმის გამოვლინება. ეს არის კონტექსტი, რომლის განვითარებაც სურთ ამ უპასხუსიმგებლო ადამიანებს. გიორგი არ გაურბის პასუხისმგებლობას ისევე როგორც არც მე და არც ერთი ჩვენი გუნდის წევრი. ამიტომ არის, რომ ჩვენ ვართ ორიენტირებული, გამოძიება ჩატარდეს სწრაფად, ობიექტურად და გამჭვირვალედ იმ ცალკეულ შემთხვევებზე, როდესაც ჰქონდა სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი. მაგრამ როდესაც ჩვენ ვუყურებთ ზოგად სურათს, მთავარ პრობლემას, რამაც ეს გამოიწვია და შემდეგ არასწორი ინტერპრეტაციის მცდელობას, რომ სრულიად დამახინჯებული სურათი მიაწოდონ ქართულ საზოგადოებას, ეს არის სრულიად მიუღებელი. ის ღამე იყო ძალიან დიდი გამოწვევა ქართული სახელმწიფოსთვის. ჩვენ ხომ გვსურს ყველას სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრება, ხომ გსურთ რომ გავხდეთ ევროპის სრულფასოვანი წევრი? რომელ ქვეყანაში წარმოგიდგენიათ, რომ მიმდინარეობდეს პარლამენტის შტურმით აღება?!“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)