17:37 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-16 16:03:12, 798 ნახვა

საზოგადოება
ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურა 50 მისამართზე განახლდა

ვაკის რაიონში გზების რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, საგზაო ინფრასტრუქტურა 50 მისამართზე მოწესრიგდა. კაპიტალური რეაბილიტაცია და ორმოული სამუშაოები სულ 47 800 მ2  ფართობზე ჩატარდა, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 2 977 700 ლარი დაიხარჯა.   

რამდენიმე ქუჩასთან ერთად, სამუშაოები შიდაკვარტალურ გზებზე და შიდა ეზოებში განხორციელდა. პროექტები ცენტრალური ვაკის, ვაჟა-ფშაველას კვარტლების, ნუცუბიძის მიკრორაიონებისა და წყნეთის უბნებს მოიცავს.

„გზების რეაბილიტაცია ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. გასული წლის მსგავსად, სხვადასხვა მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წელსაც გეგმის მიხედვით ხდება. გამგეობის  სპეციფიკიდან გამომდინარე, ძირითადად, შიდაკვარტალური გზების მოწესრიგებას ვახორციელებთ, თუმცა არის რამდენიმე ქუჩა და შედარებით დიდი მონაკვეთები, რაც მიმდინარე წელს უკვე განვაახლეთ. სულ, ამ დროის მონაცემებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 50 მისამართზე მოხდა და სამუშაოები ახლაც გრძელდება“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ.

გზის საფარის განახლების გარდა, ორ მისამართზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო, კიდევ ორ მისამართზე კი აღნიშნული სისტემები უახლოეს მომავალში მოეწყობა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში მომხდარი ჩხუბის გამოძიებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics