|
2019-07-16 13:30:32, 1317 ნახვა
საზოგადოება
მალე ავტობუსით, მეტროთი და მიკროავტობუსით მგზავრობა 1 ბილეთით იქნება შესაძლებელი
თბილისის ავტობუსში, მეტროსა და მიკროავტობუსში მგზავრობა ინტეგრირებული, 1 აღებული ბილეთით იქნება შესაძლებელი - ამის შესახებ განცხადება დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. კალაძის განცხადებით, სატრანსპორტო სისტემის რეფორმაზე პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება. „გვექნება ერთიანი გადახდის სისტემა – ერთი აღბული ბილეთით შესაძლებელი იქნება იმგზავროთ როგორც ავტობუსით და მიკროავტობუსით, ასევე მეტროთი. ეს ინტეგრაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში გვექნება სრული პრეზენტაცია”, – განაცხადა თბილისის მერმა. კალაძის თქმით, იგეგმება უფრო დიდგაბარიტიანი ავტობუსების შემოყვანა, რისთვისაც ქალაქის ინფრასტრუქტურაში სპეციალური ზოლებია გათვალისწინებული. „დედაქალაქში შემოვა უფრო დიდ გაბარიტიანი - 18 და 24 მეტრიანი ავტობუსები. რა თქმა უნდა, მათთვის მოეწყობა შესაბამისი საავტობუსე ზოლები, მოეწყობა ინფრასტრუქტურა, რომ ამ ზომის ავტობუსებმა თავისუფლად და უპრობლემოდ შეძლონ გადაადგილება დედაქალაქის ქუჩებში. ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომელიც დრეს ხორციელდებაა ქალაქში გათვალისწინებულია სპეციალური ზოლები ავტობუსებისთვის“, - განაცხადა კალაძემ. მერმა აღნიშნა, რომ თბილისის მიკროავტობუსების მდგომარეობა კრიტიკულია და მათ შესაცვლელად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „რაც შეეხება მიკროავტობუსებს, რომელიც 2011 წელს შემოიყვანეს, მათი მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს და არის უმძიმესი. ყველანაირი რესურსები ამ მიკროავტობუსებს ამოწურული აქვს. შესაბამისად, ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ამ კერძო კომპანიასთან, რომ ჩავანაცვლოთ ეს მიკროავტობუსები. ეს მართლაც ასე იქნება. ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვნათ და დედაქალაქს ეყოლება ახალი მიკროავტობუსები, რომელიც მოემსახურება თბილისის მოსახლეობას”, - განაცხადა კახა კალაძემ.
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში მომხდარი ჩხუბის გამოძიებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)