09:14 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-16 11:59:11, 1570 ნახვა

პოლიტიკა
ლინას ლინკევიჩუსი: მესმის დემონსტრანტების სიბრაზე, მაგრამ მხარს არ ვუჭერ უკანონო მეთოდებს

„მხარს ვუჭერ [დემონსტრანტების] სიბრაზეს, მესმის სიბრაზე. მაგრამ მხარს არ ვუჭერ მეთოდებს - მეთოდებს, რომლებიც კანონებს და კონსტიტუციას არღვევს“, - ასე გამოეხმაურა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი საქართველოში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.

ლინკევიჩუსი აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი  აჩენს ეჭვებს ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის მდგრადობის შესახებ.

„ეს დემონსტრაციები იყო ძალიან ემოციური. ამ ერს ვიცნობთ და ვიცით, რომ ეს ემოციური ერია. ამავე დროს, შესაძლოა ოპოზიციამაც გამოიყენა ეს შესაძლებლობა სათავისოდ. მიზეზი ბევრია და ჩემთვის რთულია ამ ყველაფრის ახსნა. ის ღონისძიება პარლამენტში - ის კომპოზიცია - სავარაუდოდ არ იყო კარგად გააზრებული და გაანალიზებული მის გამართვამდე, იმიტომ რომ ის პროვოკაციულად ჩანდა.

მხარს ვუჭერ [დემონსტრანტების] სიბრაზეს, მესმის სიბრაზე. მაგრამ მხარს არ ვუჭერ მეთოდებს - მეთოდებს, რომლებიც კანონებს და კონსტიტუციას არღვევს და, სიმართლე გითხრათ, აღძრავს ეჭვებს ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის მდგრადობის შესახებ. ესაა რეალობა. თუმცა მესმის სიბრაზეც და მესმის მათიც, ვინც პროტესტს გამოხატავს.

დგება ხოლმე დემოკრატიის გამოცდები და ახლაც ამას ვუყურებთ. ხალხს შეუძლია პროტესტის გამოხატვა, მაგრამ ეს კანონების და კონსტიტუციის დარღვევით არ უნდა გააკეთონ, საიმისოდ, რომ დემოკრატია მოწიფული იყოს. ჯერჯერობით კვლავაც გაურკვეველია, როგორ გადაწყვეტას მოუძებნიან ისინი ამ საკითხს. სავარაუდოდ, ეს არაა უკანასკნელი ტესტი, რომელსაც მთავრობა მდგრადობაზე აბარებს. მაგრამ მათ აქვთ გაგრძელების შანსი. და აქაც კვლავაც იგივე ამოცანა გვაქვს - რომ ისინი რადარებზე დარჩნენ, არ დავუშვათ მათი წაშლა დღის წესრიგიდან", - განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადს არ დააწესებენ
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics