16:18 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-16 11:55:40, 1134 ნახვა

საზოგადოება
არქიმანდრიტი - ხელისუფლების მხრიდან წაყურებით, რაც დავით გარეჯის თემაზეა, სიკეთე არ იქნება

 „ასეთი წაყრუებით, რაც დღეს ხელისუფლების მხრიდან არის დავით გარეჯის თემაზე, სიკეთე არ იქნება. მოსახლეობას ატყუებენ, თითქოს პრობლემა არ არის“, - ამის შესახებ  გარეჯის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ილარიონმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

არქიმანდრიტი ილარიონი დავით გარეჯში არსებული ვითარებას გამოეხმაურა

„კომისიის მუშაობას, რომელიც ჩვენი და აზერბაიჯანის მხრიდან მუშაობს, არ ვიცი ამას მუშაობა როგორ უნდა დავარქვა. წლებია არაფერი ჩვენს სასიკეთოდ არ გადაწყვეტილა. ასეთი წაყრუებით, რაც დღეს ხელისუფლების მხრიდან არის დავით გარეჯის თემაზე, სიკეთე არ იქნება. ტელევიზიებით გამოდიან და მოსახლეობას ატყუებენ, თითქოს პრობლემა არ არის. პრობლემა არის იმიტომ, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრები ყოველგვარი სამართლის უგულებელყოფით შემოსულები არიან საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ გვეუბნებიან, ხელს ნუ გვიშლით, ნუ ამწვავებთ საკითხს, რომ მშვიდ ფონზე მოვაგვაროთ, გადავწყვიტოთო. ამ გაზაფხულზე სწორედ ასე შემოგვითვალა ბატონმა ლაშა დარსალიამ, ნუ ამწვავებთ საკითხს, მაცადეთ, რომ მშვიდად ვისაუბროო. როცა ჩვენ დავმშვიდდით და ხმა აღარ ამოვიღეთ, აზერბაიჯანის მხარემ ბულდოზერები მოაყენა და გადათხარეს მთელი ჩიჩხიტურის მონასტერი და გზა გამოიყვანეს. 21-ე საუკუნეში შეგვიცვალეს ისტორიული მოცემულობა“, - აღნიშნა არქიმანდრიტმა ილარიონმა ვიდეომიმართვაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics