09:15 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-15 20:23:29, 2283 ნახვა

პოლიტიკა
„გავრილოვის ღამის“ შემოქმედი უნდა გადადგეს“ - ანტისაოკუპაციო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქცია განახლდა. 
დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომაა.
აღსანიშნავია, რომ დღეს პროტესტის 26-ე დღეა.
„ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ დავიღლებოდით, რომ პოლიტიკოსები გვმართავდნენ, რომ არ ვიდექით სწორ მხარეს, რომ მტერსაც კი უნდა დაუჯდე მოლაპარაკების მაგიდასთან, რომ პოზიტივზე კონცენტრირების დროა, რომ აქციის დარბევისას მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან, რომ გაგვაფრთხილეს, და თანაც 4-ჯერ, რომ ლეგიტიმური ძალა გამოიყენეს, რომ ადამიანები საავადმყოფოში აღარ არიან, რომ ღირსი ვიყავით, რომ სამაგიეროდ, ყვ...ბიანი მინისტრი გვყავს, რომ ანტისაოკუპაციო აქციას რუსული ფულით დაფინანსებული პოლიტიკოსები დაშლიდნენ  და მიუხედავად ამისა, ჩვენ ვართ ყველგან: თბილისში,ბათუმში, გორში, მიუნხენში, ნიუ იორკში. და ვიქნებით ყველგან, მანამ, სანამ გიორგი გახარია არ დატოვებს თანამდებობას. შს მინისტრი, „გავრილოვის ღამის“ შემოქმედი გიორგი გახარია უნდა გადადგეს!“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადს არ დააწესებენ
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics