09:15 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-15 13:34:29, 1916 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ 20 ივნისის მოვლენებზე, საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს

„ევროპული საქართველო“ საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

ხოშტარია აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიისგან ამ ინიციატივის მხარდაჭერის იმედი არ აქვს, თუმცა ეს „ქართულ ოცნებაზე“ წნეხის და მათთვის დისკომფორტის შექმნის ერთ-ერთი ბერკეტია. 

„რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ არანაირი მზაობა საგამოძიებო კომისიის შექმნის "ქართული ოცნებისგან" არ იქნება, იმიტომ რომ მათ არც ერთ კითხვაზე პასუხის გაცემა არ უნდათ, როგორც გახარიას, რომელიც ვითომ კითხვებზე პასუხის გასაცემად მივიდა და  ტყუილები მოყვა. შესაბამისად, ჩვენ ილუზია არ გვაქვს, რომ ეს კომისია შეიქმნება და რამე გაირკვევა, მაგრამ, „ქართულ ოცნებაზე“ წნეხის თვალსაზრისით, რომ იმ დეპუტატებმა, რომლებიც ყველაფერს ხელს აწერენ, კიდევ ერთხელ იგრძნონ დისკომფორტი, კიდევ ერთხელ გასცენ პასუხი, რატომ მოხდა ასეთი სისასტიკე, ჩვენ დავუჭერთ ყველა ინიციატივას მხარს.  ეს იქნება ამ ხელისუფლებისთვის, ერთ მხრივ, დისკომფორტის შემქმნელი და მეორე მხრივ ლეგიტიმური მცდელობა, რომ გაირკვეს რა მოხდა იმ უბედურ ღამეს. 26-ე დღეა და ჩვენ არ გვაქვს ელემენტარული პასუხები კითხვებზე.  მიუხედავად იმისა, რომ ეთერში იყო გახარია, ჩვენ არათუ პასუხები არ მივიღეთ, ტყუილები მივიღეთ. ანუ, ეს არის მათი დამოკიდებულება, გამოძვრნენ, მოიტყუონ, აირიდონ პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას "ნაციონალური მოძრაობა" რიგგარეშე სხდომაზე დააყენებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადს არ დააწესებენ
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics