07:49 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-13 13:34:50, 2272 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე: ქვეყანა ღვინის, ბორჯომისა და წიწმატის მძევალი ვერ იქნება - ბიზნესმა რისკები თავად უნდა დააზღვიოს

 „რუსულ ბაზარზე შეღწევა იაფი და არასაიმედოა,  „არატრადიციული“ ბაზრები კი, ძვირი და სტაბილურო“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე facebook-ის საკუთარ წერს.

გოცირიძის განმარტებით,  ნებისმიერ დროს შეიძლება რუსეთის ბაზარი ჩაიკეტოს და ვერცერთი მთავრობა ვერ შეძლებს მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურებას.

მისივე განმარტებით, ბიზნესმა რისკები თავად უნდა დააზღვიოს.

„ქვეყანა ვერ იქნება ღვინის, ბორჯომის და წიწმატის მძევალი. ბიზნესმაც უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება რუსეთის ბაზარი ჩაიკეტოს და ვერცერთი მთავრობა ვერ შეძლებს მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურებას. საკუთარი რისკები თავად უნდა დააზღვიოს. ხელისუფლებას მხოლოდ უბარიერო ვაჭრობის რეჟიმის შექმნა, ქვეყნის იმიჯის გაუმჯობესება და მისი რეიტინგის ზრდა შეუძლია, დანარჩენი ბიზნესის გასაკეთებელია. რუსულ ბაზარზე შეღწევა იაფი და არასაიმედოა, არაპოლიტიზირებული, „არატრადიციული“ ბაზრები კი ძვირი და სტაბილური. როცა სარისკო ბაზრისთვის ქმნი პროდუქციას,  ამით სხვა პროდუქციის შესაქმნელ რესურსებს იყენებ არარაციონალურად“, - წერს რომან გოცირიძე.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics