21:25 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-13 10:54:03, 2018 ნახვა

სამართალი
ჯავახაძე: უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მოდუნების საშუალება არ გვაქვს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ უვიზო მიმოსვლასთან და  მის გამოწვევებთან დაკავშირებით ისაუბრა.

მინისტრის მოადგილის თქმით, პირდაპირი საფრთხე უვიზო მიმოსვლას არ ემუქრება, თუმცა პრობლემები რიგ ქვეყნებში ჯერ კიდევ არსებობს და ამ მხრივ სამუშაოა.

„სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნის ქვეშ საერთოდ არ დადგეს, არა თუ საფრთხე შეექმნას ამ უდიდეს მიღწევას. შესაბამისად, უკვე ამ ეტაპისთვის ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. იყო საკანონმდებლო ცვლილებები მაგალითად, გვარის შეცვლის პროცედურის გართულება. ბოლოს იყო უკანონო მიგრაციის ხელშეწყობის კრიმინალიზაცია. ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიას. გარდა ამისა, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რათა გავიზიაროთ ის პრობლემები, რომლებიც ამ ქვეყანაში დგას და ვცდილობთ, რომ ორმხრივ ფორმატშიც გადავწყვიტოთ ეს პრობლემები. მაგალითად, მე ვახსენე საფრანგეთი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ქვეყანაა. მოგეხსენებათ დაახლოებით 2 თვის წინ ჩვენ გვსტუმრობდა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი. ხელი მოეწერა ორმხრივ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც სულ მალე საფრანგეთში პოლიციის 3 ქართველი ოფიცერი გაიგზავნება. აქედან 2 იქნება დასაქმებული კრიმინალურ პოლიციაში, ხოლო ერთი იქნება სასაზღვრო ოფიცერი. რომელიც ფრანგ კოლეგებს შესაბამისად დაეხმარებიან და ვფიქრობთ, რომ ამ მხრივ გარკვეულწილად მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ პრობლემების მოგვარების საკითხში. გარდა ამისა ვემუშავებით გერმანიას, შვედეთს და ყველა იმ ქვეყანას, სადაც ამ მხრივ პრობლემები არსებობს. ვერ გეტყვით, რომ უვიზო მიმოსვლას დღეს საფრთხე ემუქრება, თუმცა მინდა, რომ სწორად გავიგოთ ყველამ, რომ მოდუნების საშუალება არ გვაქვს. ეს არის მუშაობის მუდმივი პროცესი. როგორც გითხარით, ძირითად ქვეყნებში პრობლემა მოხსნილია იმ თვალსაზრისით,  რომ კლების ტენდენცია შეინიშნება თავშესაფრის მაძიებლების კუთხით. თუმცა, რაღაც ქვეყნები ჯერ კიდევ არის, სადაც ეს საკითხი პრობლემურია, მათ შორის საფრანგეთში. ანუ წარმოდგენა რომ შეგვექმნას რაზეა საუბარი, თვეში დაახლოებით 1000 ახალი განაცხადია თავშესაფრის მაძიებლების. 1000 ან შეიძლება ცოტა მეტი. ანუ შესაბამისად ეს პრობლემები რიგ ქვეყნებში ჯერ კიდევ არსებობს. მოდუნების საშუალება არ გვაქვს. თუმცა პირდაპირი საფრთხე უვიზო მიმოსვლას არ ემუქრება“,  - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics