2019-07-13 10:22:43, 1514 ნახვა
საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 12 მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარი 12 მოციქულის სახელზეა აგებული და ამიტომაც 13 ივლისის დღესასწაული სვეტიცხოვლობადაც იწოდება.
მათივე ცნობითვე, 13 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საღმრთო ლიტურღიას აღავლენს სვეტიცხოვლის ტაძარში. წირვა 10:00 საათზე დაიწყება.
„ყველა მსურველს საშვის გარეშე შეეძლება გადაადგილება და დღესასწაულში მონაწილეობის მიღება. სვეტიცხოვლის მიმართულებით უფასო ავტობუსები გავა საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან დილით, 08:30 საათზე”, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან