|
2019-07-12 20:16:55, 3468 ნახვა
კომენტარი
გერმანიის ელჩმა განმარტა, რატომ იმყოფებოდა 20 ივნისის ღამეს პარლამენტთან
„ყველასთვის ცნობილია, რომ 20 ივნისის საღამოს მე პარლამენტთან ვიმყოფებოდი. იქ ვესაუბრე მედიის წარმომადგენლებს და ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოვუწოდე“, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა. ის შს მინისტრის, გიორგი გახარიას გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა: „რა თქმა უნდა, არ მიმიღია მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც საქართველოს მთავრობის პასუხისმგებელი პირების მისაღები იყო. ყველა მნიშვნელოვან კითხვას, რომელიც ეხება 20 და 21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს, უნდა გაეცეს პასუხები ამისთვის გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად“, - აცხადებს გერმანიის ელჩი. ცნობისთვის, გუშინ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ აქციისას განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის შენობიდან აკვირდებოდა და მასთან ერთად სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებიც იყვნენ. „ზემოდან უშუალოდ ვხედავდი ყველაფერს. მარტო კი არ ვიყავი, ზოგიერთი ქვეყნის ელჩი იყო ჩემთან ერთად. ამასაც გამოძიება დაადასტურებს, ვინ იყო იქ და რაში მონაწილეობდა", - განაცხადა გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)