|
2019-07-12 15:07:37, 3188 ნახვა
კომენტარი
ქანთარია: პრინციპულობა, გაბედულება და სიმტკიცე - აი, რა ვერ აიტანეს და რის გამო ითხოვენ გახარიას გადადგომას
პრინციპულობა, გაბედულება და სიმტკიცე - აი, რა ვერ აიტანეს და რის გამო ითხოვენ გახარიას გადადგომას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ შს მინისტრის გიორგი გახარიას ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა. ქანთარია მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიამ თანამდებობა არ უნდა დატოვოს. „კვლავ გამოჩნდა, რომ შს მინისტრი აშკარად გამოკვეთილი პოლიტიკური ფიგურაა. გახარიამ პირდაპირ ეთერში კიდევ ამომწურავად ისაუბრა 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე და ჟურნალისტის არც ერთ მწვავე კითხვას არ გაქცევია. მისი პასუხები იყო გულწრფელი, კვალიფიციური, სამართლებრივი არგუმენტებით გამყარებული და რაც მთავარია, პასუხისმგებლიანი მინისტრის, რომელიც ერთნაირად გრძნობს თანამდებობრივ პასუხისმგებლობას როგორც მოქალაქეების, ისე სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვის მხრივ. საბოლოო სიტყვას გამოძიება იტყვის და ყველა პასუხისმგებელი პირი გამოიკვეთება, მაგრამ აშკარაა, რომ დღეს შს მინისტრი არ უნდა გადადგეს. ის არის პასუხისმგებლიანი, საქმიანი და გულწრფელი თავის მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებში. ყველა ხედავს, რომ გახარია არის მტკიცე და გაბედული ფიგურა და გამიზნულად მიმდინარეობს მასზე შტურმი გარკვეული პატარა ჯგუფებისგან. ვიმეორებ, პრინციპულობა, გაბედულება და სიმტკიცე - აი, რა ვერ აიტანეს და რის გამო ითხოვენ გახარიას გადადგომას. და რაც მთავარია შს მინისტრმა არაერთხელ დაადასტურა, რომ მას კრიზისების მართვა შეუძლია, რომ თავისი მსოფლმხედველობით გამოკვეთილი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ფიგურაა“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)