|
2019-07-11 22:09:04, 2991 ნახვა
კომენტარი
თურნავა: მე წარმოვადგენ იმ ქვეყნის მთავრობას, რომელიც საკუთარ თავს ყოველთვის ევროპულ ერად აღიქვამდა
"მე წარმოვადგენ იმ ქვეყნის მთავრობას, რომელიც საკუთარ თავს ყოველთვის ევროპულ ერად აღიქვამდა და აღიქვამს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „მაესტროს" პირდაპირ ეთერში გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, არამხოლოდ მნიშვნელოვანია განვახორციელოთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით დაკისრებული ვალდებულებები და გათვალისწინებული რეფორმები, არამედ სასიცოცხლოდ აუცილებელია. „ეს არის ჩვენი არჩევანი, ჩვენი ერის არჩევანი და ის დაკვეთა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მთავრობა ასრულებს და შეასრულებს", - განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების სტრატეგია გადაწყობილი და დაფუძნებულია ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგზე. მისივე განცხადებით, ეს არის ძირითადი სტრატეგიის მთავარი ამოსავალი წერტილი - იქნება ეს განათლების, სიღარიბის დაძლევისა თუ ბიზნესის განვითარების სფერო. „არავის უჩნდება კითხვა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიდან, თუ რამდენად წარმატებულად მივყვებით ამ გზას და ყველა აღიარებს ჩვენს წარმატებას. რა თქმა უნდა, ყოველთვის გაჩნდებიან შიგნით გარკვეული პოლიტიკური ძალები, ვინც თავის მოკლევადიანი კონიუნქტურიდან გამომდინარე, ხან რას დააყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ და ხან რას. თუმცა ვფიქრობთ, მოსახლეობა ხედავს, თუ რა არის ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი - რომ ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამას ხედავენ ჩვენი პარტნიორებიც - ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი", - განაცხადა ნათია თურნავამ გადაცემაში „მაესტროელებში".
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)