|
2019-07-11 21:38:24, 2503 ნახვა
კომენტარი
გახარია: ბოკერია-ხოშტარია და ვასაძე-ფალავანდიშვილი ჩემთვის არაფრით განსხვავდებიან
„ერთ მხარეს ბოკერია-ხოშტარია და მეორე მხარეს ვასაძე-ფალავანდიშვილი თავიანთი რადიკალიზმით, ჩემთვის არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან“, - ასე შეაფასა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ 8 ივლისის მოვლენები, როდესაც ანტისაოკუპაციო აქცია „სირცხვილია“ და „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების მიერ ორგანიზებული აქცია ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა. გახარია აღნიშნავს, რომ „ვითომ ინტელექტუალური“ ოპოზიცია დაძაბულობის ახალი კერების შექმნას ხელოვნურად ცდილობდა. „1 და 2 აქცია ჩატარებულა ქვეყანაში, სადაც პოლიციას ზრუნვის მეტი არაფერი გამოუჩენია? 8 ივლის, როდესაც ქალაქში ჩატარდა 4 აქცია, მათ შორის ორი რადიკალურად ერთმანეთისგან დაპირისპირებული. როდესაც ერთ მხარეს გვყავდნენ ბოკერია, ხოშტარია და მეორე მხარეს - ვასაძე და ფალავანდიშვილი, არაფრით არიან განსხვავებული ერთმანეთისგან ჯგუფები, რადიკალური ჯგუფები, თავისი რადიკალიზმით ერთმანეთისგან აბსოლუტურად არაფრით განსხვავდებიან, ჩემთვის. როდესაც პუშკინის სკვერში იკრიბება, შეიძლება სამართლიანი პროტესტისთვის და პოლიცია თხოვს, რომ იქ არის აგრესიულად განწყობილი ჯგუფია და იქნებ აქ გამოთქვათ, თქვენი გამოხატვის თავისუფლება არ იზღუდება და როდესაც ეს ხალხი, ვითომ ინტელექტუალური ოპოზიცია, ამოფარებული ამ ახალგაზრდებს და მათ პროტესტს ამბობს, რომ ჩვენ ამათ ვერ ვაკონტროლებთ და აუცილებლად მარში და მსვლელობა უნდა ჩავატაროთ, რომ შუბლი შუბლზე და შევქმნათ ქვეყანაში დაპირისპირების და ემოციების კიდევ ერთი კერა, რა დავარქვათ ამას?! ჩემთვის და არცერთი პოლიციელისთვის მათ შორის სხვაობა არ არის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)