|
2019-07-11 20:36:46, 1504 ნახვა
კომენტარი
გახარია: გავრცელებული კადრები მხოლოდ ერთი რაკურსია, პარალელურად პარლამენტზე შტურმი მიმდინარეობდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ იმ კადრებზე ისაუბრა რაც, მათი თქმით, ნიკა მელიასთვის ბრალდების მოხსნის საფუძველი შეიძლება გახდეს. მინისტრი აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ერთი რაკურსია, სინამდვილეში კი, პარალელურად პარლამენტის შენობაზე შტურმი მიმდინარეობდა. „სიტყვა დარბევა ამ შემთხვევაში სამართლებრივადაც არ გამოიყენება და აგიხსნით რატომ - ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია, ეს აქცია 10 საათის შემდგომ გახდა ჩვეულებრივი, სისტემური, ორგანიზებული შტურმი პარლამენტის შენობის აღებაზე და ჩვენმა მაყურებელმა ეს პირდაპირ ეთერში იხილა. როდესაც ბატონი ნიკა მელია, რაზეც საუბრობს იმას აკეთებდა, ზუსტად იგივე მომენტში, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, სულ სხვა ფლანგებიდან, პირდაპირი შტურმი მიმდინარეობდა პარლამენტის შენობაზე. ეს არის ის, რასაც ჩვენ მონტაჟის საშუალებით ვხედავთ, ეს არის ერთი რაკურსი. თქვენ რომ შეხედოთ რამდენიმე კამერას, რა ხდებოდა პარლამენტის წინ პარალელურად, იმ დროში, როდესაც ნიკა მელია ამას მიმართავდა მომიტინგეებს. მე შემიძლია, ამ სტუდიიდან რომ გავალ, ქრონომეტრაჟით მოგაწოდოთ ოთხი კამერის ჩანაწერი, რომლიდანაც ერთი უჩვენებს ბატონ ნიკა მელიას და დანარჩენი ოთხი რეალურად რა ხდებოდა წინა ხაზზე“, - განაცხადა შს მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)