20:36 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-11 16:30:25, 1554 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენი მელიას საქმეზე: ვფიქრობ, გავრცელებული კადრები მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იმ ვიდეოკადრებს ეხმაურება, რომელიც  „რუსთავი 2“-მა  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის,  ნიკა მელიას ბრალდების გასაბათილებლად გაავრცელა.

ლომჯარია აღნიშნავს, რომ ამ ვიდეომაზალის შესწავლის საკითხს დააყენებს და მომავალ კვირაში საზოგადოებას გამოძიების მიმდინარეობის შედეგებს წარუდგენს.

„რა თქმა უნდა ის ვიდეოკადრი რაც გავრცელდა, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ რა თქმა უნდა მოვითხოვთ, რომ ეს მასალა შესწავლილი იყოს გამოძიების პროცესში.  უნდა  დადგინდეს რა კონტექსტში, როდის ჰქონდა აი, ამ საუბარს და განვითარებულ მოვლენებს ადგილი.  მე ვფიქრობ, რომ იქნება ეს მნიშვნელოვან მტკიცებულება. იქით კვირაში ჩვენ ვგეგმავთ, რომ შევხვდეთ ჩვენს საკონსულტაციო საბჭოს, სადაც გავაცნობთ ჩვენი დაკვირვების პირველ შედეგებს. რა თქმა უნდა, ეს შედეგები გულისხმობს იმასაც,  რამდენად იკვლევს პროკურატურა  ყველა იმ მტკიცებულებას თუ გავრცელებულ ვიდეომასალას, რაც ვრცელდება მედიასაშუალებებში  და, რა თქმა უნდა, ეს მასალაც ჩვენი მხრიდან იქნება მოთხოვნილი“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა  მელიას 20-21 ივნისის აქციის შემდეგ ბრალი საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევა. გუშინ საღამოს, „რუსთავი 2“-მა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმმა აქციის დაშლა აქციის ლიდერებთან მოლაპარაკების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაიწყო, რის შედეგადაც მოლაპარაკება აღარ შედგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics