|
2019-07-11 15:59:42, 2031 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: ევროკავშირის თანადგომით ვეხმარებით ჩვენს ბიზნესებს, რომ იყვნენ უფრო ენერგოეფექტურები
„ენერგეტიკა არის ერთ-ერთი ის სფერო, რომელშიც გაუმჯობესება გვაქვს ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების შესაბამისად. ვახდენთ ჩვენი ეკონომიკის ხელახალ ფორმირებას, გარკვეული რეფორმების გატარებას, რათა გადავიდეთ მწვანე ეკონომიკურ მოდელზე - მწვანე ბაზრის ეტაპზე. აქტიურად ვეხმარებით განახლებადი ენერგიის წარმოებას, ენერგოეფექტურობის კუთხით ვახორციელებთ სრულიად ახალ პრინციპებს საქართველოში, ვამზადებთ ევროკავშირის დახმარებით კონკრეტულ პროგრამას, კანონმდებლობას და კანონქვემდებარე აქტებს, რათა დავეხმაროთ ბიზნესებს, რომ იყვნენ უფრო ენერგოეფექტურები“, - ეს განცხადება ნათია თურნავამ აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე გააკეთა. მინისტრის თქმით, ენერგოეფექტურობა წარმოადგენს ერთგვარ გამოწვევას, თუმცა ამავდროულად, ეს არის ახალი შესაძლებლობები ევროპული ბიზნესებისთვის. „2020 წლისთვის ვახორციელებთ ენერგოეფექტურობის სტანდარტს სამშენებლო ინდუსტრიულ მრეწველობაში, რომელიც საჭიროებს დამატებით ცოდნას, დამატებით ინვესტიციებს ევროპული მხრიდან და სწორედ ამიტომ მსურს მივმართო ევროპულ კომპანიებს, გამოიყენონ დახმარების ეს შესანიშნავი შესაძლებლობა“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ნათია თურნავას თქმით, საქართველოს აქვს ამბიცია, აწარმოოს ელექტრომანქანები ევროკავშირის სტანდარტის შესაბამისად, რაც მოითხოვს დამატებით ინფრასტრუქტურას. „ყველა ეს სფერო, ერთი მხრივ, უკავშირდება იმ ვალდებულებას, რომელიც ჩვენ ავიღეთ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერით. რასაკვირველია, ეს გახლავთ ახალი შესაძლებლობები, ახალი პროექტები ევროპელი ბიზნესპარტნიორებისთვის, განსაკუთრებით იმისთვის, რომ შეიქმნას ერთობლივი საწარმოები ადგილობრივ კომპანიებთან თანამშრომლობის საფუძველზე", - განაცხადა ნათია თურნავამ.
(NS)
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)