02:06 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-11 15:57:09, 2168 ნახვა

ეკონომიკა
ლოურენს მერედიტი: ევროკავშირი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ერთად გაცილებით უფრო ძლიერები არიან

„ფორუმი მნიშვნელოვანია სამი მიზეზის გამო. პირველ რიგში, ესაა მოსახლეობა - ევროკავშირმა ინვესტირება უნდა მოახდინოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსახლეობაში,  ადამიანურ კაპიტალში. მეორე - ჩვენ ულევ შესაძლებლობებს ვხედავთ ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ციფრულ სივრცე, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. და მესამე მიზეზი - ეს ყველაფერი უშუალო კავშირშია საყოველთაო კეთილდღეობასთან. ჩვენ გვჯერა, რომ ამ ფორუმის საშუალებით შეიძლება გავზარდოთ კეთილდღეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რადგან ევროკავშირი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები გაცილებით უფრო ძლიერები არიან ერთად“, - განაცხადა ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და ინსტიტუციების მშენებლობის დირექტორატის დირექტორმა ლოურენს მერედიტმა. მან მოხსენება გააკეთა ბათუმში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმზე.

ფორუმში საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვას უმაღლესი თანამდებობის პირები, საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნეს გაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ. აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი მნიშვნელოვანია, როგორც კიდევ ერთი პლატფორმა საქართველოს და სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით. ამასთან, ის იძლევა აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საშუალებას.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics