06:22 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-11 14:34:12, 2094 ნახვა

პოლიტიკა
გავრილოვი: საქართველო, როგორც სახელმწიფო, ალბათ უკვე აღარ არსებობს

"მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მონაწილეებმა საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები დაგმეს, რომლებმაც დაუშვეს რადიკალების პროვოკაცია ასამბლეის სესიის დროს", - ამის შესახებ რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომლის ვიზიტსაც საქართველოში აქციების ტალღა მოჰყვა. 

როგორც გავრილოვმა აღნიშნა, რუსეთს და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში შემავალი სხვა ქვეყნების დელეგაციებს საქართველოს მხრიდან ბოდიში ამ დრომდე არ მიუღიათ. 

"ასამბლეაში შემავალმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში რადიკალების მიერ მოწყობილი პროვოკაცია დაგმონ. ასამბლეის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ სხვა დროს შეხვედრები მხოლოდ ისეთ ქვეყნებში ჩაატარონ, სადაც დელეგატების უსაფრთხოება დაული იქნება, ხოლო ერთ-ერთ ასეთ ქვეყნად რუსეთი მიაჩნიათ", - განაცხადა რუსმა დეპუტატმა.

გავრილოვმა ასევე აღშფოთება გამოხატა „საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობით“ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო დელეგაციების წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაციის დროს.

მისივე თქმით, „საქართველო, როგორც სახელმწიფო, ალბათ უკვე აღარ არსებობს, ის არის სათამაშო გარედან მანიპულაციისთვის“. გარდა ამისა, გავრილოვის მტკიცებით, ასამბლეის წევრი სახელმწიფოების ელჩებიც იმყოფებოდნენ თბილისში და საქართველოს ხელისუფლებისგან მათი დელეგაციების მიმართ უსაფრთხოების ზომების მიღებას მოითხოვდნენ.

„ისინი ევროკავშირის წევრები არიან, მაგრამ არანაირი ზომები მიღებული არ ყოფილა“, - დასძინა რუსმა პოლიტიკოსმა. 

გავრილოვის შეფასებით, პროვოკატორები ანტირუსული ლოზუნგებით მართლმადიდებლური ღირებულებების დისკრედიტაციას ცდილობდნენ და ამით, ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა სურდათ. 

"ისინი ცდილობდნენ მოესპოთ ქვეყნის ცივილიზებული განვითარება", - განაცხადა გავრილოვმა.   

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics