|
2019-07-11 11:02:39, 1053 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე: საქართველოს შუაგულში რუსული უკანონო ბაზებია და ყოველდღიურად მოტაცებასა და მკვლელობებს ვაწყდებით
საქართველოს შუაგულში რუსული უკანონო ბაზებია და ყოველდღიურად მოტაცებას, წამებასა და მკვლელობებს ვაწყდებით. არამხოლოდ საქართველო უნდა დადგეს ამის პირისპირ, არამედ ეს გახლავთ ჩვენი ევროპული ამოცანა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე განაცხადა. ბახტაძე აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს ჯანდაცვისა და განათლების საშუალება უნდა ჰქონდეთ და ამაში ევროპის მხარდაჭერა გახდება საჭირო. „საქართველოს გააჩია ორი მტკივნეული გამოწვევა - ოკუპაცია და სიღარიბე, რაც გახდა ბაზა ყველა რეფორმის, ყველა ინიციატივის, რომელსაც ჩვენი მთავრობა წარმოადგენს ქვეყანაში. მიუხედავად ყველა პოზიტიური სინერგიისა, რომელიც შევქმენით საქართველოში, ჩვენი ქვეყანა კვლავ აწყდება ძირითადს - ადამიანის უფლებათა გამოწვევას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მილიტარიზაცია სრული ტემპით მიდის და მოსახლეობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცირდება ხუთჯერ, ექვსჯერ და ჩვენ ამის გაგრძელების საშუალება არავის უნდა მივცეთ. საქართველოს შუაგულში გაგვაჩნია რუსული უკანონო ბაზები და ყოველდღიურად მოტაცების, წამებისა და საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებს ვაწყდებით. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, „ოთხოზორია ტატუნაშვილის სიის“ მხარდაჭერისათვის. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ არამხოლოდ საქართველო უნდა დადგეს ამის პირისპირ, არამედ ეს გახლავთ ჩვენი ევროპული ამოცანა, დავაკავშიროთ ერთმანეთთან გამყოფი ხაზებით გაყოფილი ოჯახები. მიუხედავად იგნორირებისა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ასეთი დარღვევები არ იქნება მოთმენილი. ჩვენი ამოცანა გახლავთ, რომ მივაწოდოთ მცხოვრებლებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯანდაცვისა და განათლების საშუალება. საშუალება ასევე მიკრობიზნესის წარმოებისათვის, რათა მათ თავიანთი ოჯახების გამოკვება შეძლონ. ეს გახლავთ ახალი ინიციატივები უკეთესი მომავლისთვის და გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, ევროპის მხარდაჭერა, რათა აღნიშნული პროექტი განხორციელდეს. მიუხედავად საქართველოს ისტორიის გადაკეთების მცდელობების და ოკუპაციისა, ჩვენ ნამდვილად არ გავხდებით უიმედობის და დაშინების მსხვერპლი. საქართველოს ევროპული გზა გახლავთ ჩემი ერის ცივილიზაციური არჩევანი, რაც ნიშნავს უფრო მეტ წარმატებას, უფრო აყვავებულ საქართველოს ევროპულ ოჯახში, მზარდი გამოწვევები ოკუპაციის თვალსაზრისით გახლავთ სერიოზული რამდენიმე განზომილებით“, - განაცხადა ბახტაძემ.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)