|
2019-07-09 19:11:55, 1660 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე პუტინზე: სანქციების არ შემოღებაც ზეწოლის მექანიზმია
სანქციების შემოღებით მუქარა და შემდეგ არ შემოღებაც ზეწოლისა და პროპაგანდის მექანიზმია, - ასე აფასებს პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს სანქციებს არ დაუწესებს. ბაქრაძის თქმით, საქართველოს ეკონომიკა არ უნდა იყოს იმაზე დამოკიდებული, თუ რა ხასიათზე გაიღვიძებს რუსეთის პრეზიდენტი. „ძალიან სამწუხაროა, რომ პუტინის შეფასება შექმნილი ვითარების აღმოჩნდა უფრო ადეკვატური, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტის და მთლიანად საქართველოს ხელისუფლების. რაც შეეხება სანქციებს, სანქციების არ შემოღება ცალსახად კარგია, მაგრამ მთელი ეს პროცესი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ რუსეთი ვერასოდეს იქნება საქართველოს სანდო პარტნიორი. მთელი ეს პროცესი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ რუსეთი ყოველთვის გამოიყენებს ზეწოლის მექანიზმებს, სანქციების შემოღება არის ზეწოლის მექანიზმი, შემოღებით მუქარა და შემდეგ არ შემოღება ასევე არის ზეწოლისა და პროპაგანდის მექანიზმი. ამიტომ საქართველოს მომავალი უსაფრთხოება, ჩვენი ეკონომიკური განვითარება გადის არა იმაზე, როგორ ხასიათზე გაიღვიძებს პრეზიდენტი პუტინი და რომელი საშუალების გამოიყენებას გადაწყვეტს ის საქართველოს ეკონომიკაზე ზეწოლისთვის, ჩვენი დაცული და უსაფრთხო მომავალი გადის ევროპის ბაზარზე, ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ნატოსგან უსაფრთხოების გარანტიების მიღებაზე“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)