04:31 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-09 16:07:52, 1569 ნახვა

პოლიტიკა
სახინკლეებს საპილმენე, ხაჭაპურს კი, პიშკა დავარქვათ - კომუნისტების ინიციატივა რუსეთში

რუსეთის კომუნისტურმა პარტიამ "როსპოტრებრადზორს" ინიციატივით მიმართა, რუსეთში ყველა სახინკლეს საპილმენე დაერქვას, - ამის შესახებ Argumenti.ru იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პარტიამ ასეთი ინიციატივის მომზადება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მათი თქმით, საქართველოში რუსოფობიური ისტერია გაჩნდა. 

როგორც პარტიის თავმჯდომარემ იაროსლავ სიდოროვმა განაცხადა, რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში ხისტი ზომები ჯერ კიდევ 2008 წელს უნდა მიეღო, როდესაც "თბილისმა სამხრეთ მიმართ აგრესია გამოიჩინა". სიდოროვი მიიჩნევს, რომ “საქართველოში შექმნილი ისტერიის შემდეგ ყველაზე ხისტი საპასუხო ზომებია მისაღები”. 

"დროა დავივიწყოთ ეს ქვეყანა და ყველაფერი რაც მას უკავშირდება. რუსულ საზოგადოებაში საქართველოს მიმართ ბოლო წლებში გარკვეული ლიბერალური დამოკიდებულება ჩნდება. საქართველოში დასვენებას გვთავაზობენ, ყველგან ქართული სამზარეულოა. ეს პოლიტიკურად არასწორია, თავისდახრაა. ეს აკნინებს რუსეთს. გვაფურთხებენ, ჩვენ კი ვიწმენდთ. შესაბამისად გვაქვს ინიციატივა ყველა სახინკლეს საპილმენე გადაერქვას. გარდა ამისა, ცვლილებები ხაჭაპურსაც უნდა შეეხოს. ეს ჩვეულებრივი რუსული პიშკა და ღვეზელია. ხაჭაპურსაც ყველგან პიშკა უნდა დავაწეროთ", - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ. 

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics