04:31 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-09 15:32:20, 1208 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი ხაზარაძეზე: ან სახლში უნდა წასულიყო, ან აქტიური გამხდარიყო - ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო

მამუკა ხაზარაძე ჩაება პოლიტიკურ ბრძოლაში, ხელისუფლებამ სხვა არჩევანი არ დაუტოვა, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მისი შეფასებით, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მიერ მამუკა ხაზარაძის გადაწყვტილება, საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნაზე, ლოგიკური გადაწყვეტილებაა.

„როდესაც მან საქართველოს პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე ის ცნობილი განცხადება გააკეთა წერილის შესახებ, იმ მომენტში უკვე ნათელი იყო, რომ მან ეს არჩევანი გააკეთა, მან ეს ნაბიჯი გადადგა, მან დაინახა, რომ უბიძგეს სხვა საქმიანობისკენ. ეს სხვა საქმიანობა შეიძლება ყოფილიყო უბრალოდ სახლში დაჯდომა და არაფრის კეთება ან პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმა. ის ჩაება პოლიტიკურ ბრძოლაში, მე ვფიქრობ, აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება იყო. მას, კიდევ ერთხელ ვამბობ, ხელისუფლებამ სხვა არჩევანი არ დაუტოვა. მამუკა ხაზარაძემ ამ ქვეყანაში ერთ-ერთი წარმატებული ადამიანია, წარმატებული ადამიანები უნდა ქმნიდნენ ხელისუფლება და არა ადამიანები, რომლებიც CV-ს ხსნიან პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე. ამიტომ, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ვერცერთ თანამშრომლობაში, რომელიც წარმატებულ, ამ ქვეყნის პატრიოტ ადამიანებს შორის დგება ხოლმე“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics