|
2019-07-09 12:21:18, 1286 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა ხორბლის იმპორტიორი მსხვილი ყაზახური კორპორაციის წარმომადგენლებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ყაზახეთის ხორბლის ექსპორტიორი მსხვილი სახელმწიფო კორპორაციის „პროდკორპორაციის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეს რინატ აკბერდინსა და მმართველ დირექტორს ნურბეკ დაიბეკოვს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტის განხორციელების საკითხი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყახაზეთში ვიზიტისას მიღწეული შეთანხმებიდან გამომდინარე, საქართველოში მსხვილი ყაზახური კორპორაციების სამუშაო ჯგუფის ვიზიტი მიმდინარეობს, რომლის დროსაც დაგეგმილია შეხვედრები როგორც სამთავრობო უწყებებთან, ასევე მოლაპარაკებების გამართვა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ყახაზეთიდან ხორბლის იმპორტის ზრდა საქართველოს ბაზარზე მოგვცემს შესაძლებლობას, გავზარდოთ ხორბლის მარაგები. ნათია თურნავას განცხადებით, ყაზახეთიდან სამუშაო ჯგუფების ვიზიტი ხორციელდება ყაზახეთის ინფრასტრუქტურული განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ერთობლივი დავალების ფარგლებში. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები ყაზახეთთან წარმატებით დასრულდება და უკვე წელს ყაზახეთიდან ხორბალი კონკურენტულ ფასად შემოვიდეს. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ხორბლის იმპორტიორთა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა.
(NS)
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)