|
2019-07-08 23:31:48, 1819 ნახვა
კომენტარი
თამარ ჩუგოშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: მათი მიზანია, გადატრიალებები მოაწყონ - არ გამოუვათ!
„ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ძალიან დიდი დოზით ისმის უპასუხისმგებლო განცხადებები. ვხედავთ მუდმივი არეულობის, დაძაბულობის შემოტანას ქართულ საზოგადოებაში. რაღაც დოზით გამოსდით ეს ყველაფერი, მაგრამ ის მიზანი, რაც აქვთ, რომ ადუღება და გადატრიალებები მოაწყონ, ეს ნამდვილად არ გამოუვათ. ამის პირობა ყველას შეგვიძლია მივცეთ“, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. ჩუგოშვილი ვარაუდობს, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პროპორციული საარჩევნო სისტემა სახარბიელო არ არის. „მე როგორც ვხვდები, მათთვის პროპორციული საარჩევნო სისტემა არ არის სახარბიელო. კი ითხოვდნენ მაგრამ, როგორც ჩანს ძალიან შეწუხებულები არიან კონკრეტული მოვლენების ასეთ განვითარებით. სახელმწიფოს როლი არის ერთადერთი - მშვიდობიანი გამოხატვის ფორმები უზრუნველყოფილი ჰქონდეს ყველას და ამას აკეთებს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო. ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაცია და მეტი არაფერი“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)