|
2019-07-08 20:36:49, 1600 ნახვა
კომენტარი
უგულავა - ვასაძეს აქვს ქამრები, ჯვარი გადააკეთა კომბლად და ასე ვითომ ქრისტიანი დასდევს განსხვავებულ ადამიანებს
ჩვენ გვაქვს ხელზე წითელი ლენტები, ეს არის აქციის ერთ-ერთი სიმბოლო, ბატონ ვასაძეს ხელზე აქვს ქამრები, ჯვარი გადააკეთა კომბლად და ასე ვითომ ქრისტიანი დასდევს განსხვავებულ ადამიანებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ანტისაოკუპაციო აქციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება და სხვადასხვა ძალადობრივი ჯგუფები ქართველი ხალხის წინააღმდეგ, პუტინის დაცვაში ჩადგნენ. „ხელისუფლება ივანიშვილის თამადობით, სხვადასხვა ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც აქამდე აფიქსირებდნენ ღია პრორუსულ იდეებს, პირდაპირ ჩადგნენ უნისონში რუსეთის მთავრობასთან ქართველი ხალხის წინააღმდეგ პუტინის დაცვაში. ის, რასაც ჩვენ წუხელ ღამიდან ვხედავთ, არის აბსოლუტური ლუსტრაცია, რომ ქვეყანაში გვყავს მეხუთე კოლონა, მეტიც ჩვენი ხელისუფლება არის ამ მეხუთე კოლონის იდეური ხელმძღვანელი და ხელისუფლება გაფორმდა როგორც მეხუთე კოლონა. ეს არის საგანგაშო. წინ არის თავისუფლება, გზა ევროპისკენ და იქეთ დგანან ადამიანები, რომლებიც უკვე ღიად ურცხვად გველაპარაკებიან რუსული ტექსტებით, პუტინის ტექსტებით და მიგვიხმობენ დედა რუსეთისკენ. ეს არ მოხდება. საზოგადოებამ კარგად იცის, აქ არიან შეკრებილი ადამიანები, რომლებიც არიან განწყობილი მშვიდობისკენ. ჩვენ გვაქვს ხელზე წითელი ლენტები, ეს არის აქციის ერთ-ერთი სიმბოლო, ბატონ ვასაძეს ხელზე აქვს ქამრები, ჯვარი გადააკეთა კომბლად და ასე ვითომ ქრისტიანი დასდევს განსხვავებულ ადამიანებს. კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)