16:47 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-08 15:15:31, 1655 ნახვა

კომენტარი
ღურცკაია: პუტინის გინების გამო საქართველოს ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოიხადოს

რუსეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მომღერალი დიანა ღურცკაია „რუსთავი 2“-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის მიმართ გაჟღერებულ განცხადებას ეხმაურება. 

ღურცკაიას შეფასებით, გიორგი გაბუანიას საქციელი სამარცხვინო და მიუღებელია. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს ბოდიში უნდა მოუხადოს, ხოლო სამარტალდამცველებმა შესაბამისი პასუხი უნდა გასცენ "ამ ქმედებას".

"ეს ძალიან სამარცხვინოა. ელდა მეცა, როდესაც ჟურნალისტის განცხადება მოვისმინე. მსგავსი განცხადებები ნებისმიერი ადამიანის მიმართ ტელევიზიის მეშვეობით მიუღებელია. მნიშვნელობა არ აქვს, ჟურნალისტს ფსიქიკური პრობლემები აქვს, თუ ეს მიზანმიმართული პროვოკაცია და ჰეროსტრატეს დიდების სურვილია. მის ქმედებებს ხელისუფლებამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა შესაბამისი შეფასება უნდა მისცეს. საქართვველოს ხელისუფლებამ ბოდიში ოფიციალურ დონეზე უნდა მოიხადოს", - განაცხადა მომღერალმა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics