2019-07-07 18:28:31, 1544 ნახვა
პოლიტიკა
დავით სუელიანი ბარამიძეს - ოცნების დამხობის იმედად წამობლატავებული ჰომოფობი
უფლებადამცველი "თეთრი ხმაურის" და ლგბტ აქტივისტი დავით სუბელიანი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი არამიძის ჰომოფობიურ განცხადებას, სამარცხვინოს უწოდებს.
"წითელი ბარათი უნდა იყოს პოლიტიკაში და მას ეს ბატონი (გიორგი ბარამიძე) უნდა იღებდეს ეხლა, სასწრაფოდ. - აქციების და ოცნების დამხობის იმედად წამობლატავებული ჰომოფობი. სირცხვილი ეს არის ბატონები, ეს - წერს დავით სუბელიანი.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ბარამიძე 8 ივლისს, თბილისში დაანონსებულ ღირსების მარშს ფეისბუქზე ეხმაურება.
"პირდაპირ და ღიად ვამბობ, ვინც ახლა გახარიას და პუტინის მონა ივანიშვილის გადასარჩენად გეების თემა წამოწია და ლობირებს იმის გამყიდველი დედა ვატირე!" - წერს გიორგი ბარამიძე.
8 ივლისს, „ღირსების მარში“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი პრაიდი“ ავრცელებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,