11:47 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-05 18:39:38, 1253 ნახვა

რეგიონი
ბათუმში აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი გაიმართება

2019 წლის 11 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში"  აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი გაიმართება, რომელსაც 10.30 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გახსნის.

ფორუმის მონაწილეეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი. ღონისძიება,  რომელშიც 400-ზე მეტი პირი მიიღებს მონაწილეობას, ევროკომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე ევროპული მმართველობისა და ეკონომიკის ცენტრის თანაორგანიზებით იმართება.

ფორუმში მონაწილეობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ასევე რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის უკრაინის, სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვას უმაღლესი თანამდებობის პირები, საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნესგაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები.

ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია სამი სესია, სადაც ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და სხვა მნიშვნელოვანი სექტორების აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ.
აღსანიშნავია, რომ პირველად აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა საინვესტიციო პროექტების კატალოგი, რომელიც კონკრეტულ საინვესტიციო შესაძლებლობებს სთავაზობს საერთაშორისო კომპანიებს. შესაბამისად, ფორუმის მიზანია მოიზიდოს მეტი ევროპული ინვესტიცია საქართველოსა და სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი  ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად იმართება.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
მაჭარაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩი რუსეთის ეგზარქოს შეადარა
საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე დააკავეს
პოლიციამ მარტვილში ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics