|
2019-07-05 18:14:45, 989 ნახვა
საზოგადოება
შეხვედრაზე კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის საკითხები განიხილეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს, კიმ სე ვუნგს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა კორეა-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს და ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით, სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხატია წილოსანმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროექტზე „საქართველო - ღვინის სამშობლო“, რომელის ფარგლებშიც გამოფენები წარმატებით განხორციელდა საფრანგეთსა და იაპონიაში. მინისტრის მოადგილემ კორეის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელს ანალოგიური გამოფენის კორეის რესპუბლიკაში გამართვა შესთავაზა, რაც ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. შეხვედრაზე კიმ სე ვუნგმა ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც კორეის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელმა აღნიშნა, ქართულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას ექსპორტის დიდი პოტენციალი აქვს. შესაბამისად, სახელმწიფოსა და კერძო სექტორთან აქტიური კომუნიკაციით და აქტიური თანამშრომლობით, შესაძლებელია საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა, სააგენტოსა და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
NYT: ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის პროექტში 20%-იან წილს მიიღებენ
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Axios: აშშ და ირანი ორდღიანი ესკალაციის შემდეგ დარტყმების გაცვლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
პუტინმა ისაუბრა უკრაინის წინადადებაზე, შეწყვიტოს შორი დისტანციის დარტყმები და სამხედრო ოპერაციები მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაატაროს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)