|
2019-07-05 14:38:02, 1422 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე: საქართველოს ხელისუფლება სადამსჯელო ქმედებებს რუსეთის დავალებით ასრულებს
„ის აბსურდული კვალიფიკაცია, რომელიც პროკურატურამ 20-21 ივნისის მოვლენებს მისცა, ფაქტობრივად, პოლიტიკური დევნის დაწყებას ნიშნავს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ხელისუფლება სადამსჯელო ქმედებებს რუსეთის დავალებით ასრულებს. „ის აბსურდული კვალიფიკაცია, რომელიც მისცა ამ საპროტესტო მოვლენებს პროკურატურამ, თითქოსდა ხდებოდა სახელმწიფო გადატრიალება, უკვე სცდება იმ კომიკური მსგავსი შემთხვევების ფარგლებს, რაც ერთხელ უკვე გვინახავს, რომ თითქოს საბურავების დაწვას თუ დალაგებას ვაპირებდით და თუ ეს იყო პოლიტიკურ წრეებში სასაცილო მოვლენა, უკვე არაადეკვატური ხელისუფლება ამ სასაცილოს აქცევს ძალიან სახიფათოდ. ეს განცხადება, ფაქტობრივად, ნიშნავს პოლიტიკური დევნის, რეპრესიების დაწყებას. რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადებები აბსოლუტურად იდენტურია ხელისუფლების მიერ ჩატარებული ქმედებებისა, კვალიფიკაცია იყო როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და პირველად ეს სიტყვა იხმარა გავრილოვმა და შემდეგ მუქარა რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ ფაქტობრივად, შეასრულა საქართველოს ხელისუფლებამ და ეწევა სადამსჯელო ქმედებებს რუსეთის დავალებით“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)